ქართული ტომების უძველესი გაერთიანებები[რედაქტირება]

ურარტუს მეფის მენუას დაპყრობები
დიაოხის სამეფო
მცირე აზიული სახელმწიფოები ძვ.წთ აღ 189–63 წლებში
ქართველი ტომები წინა აზიის ასპარეზზე აქტიურად გამოჩნდნენ ძვ.წთ.აღ XIII საუკუნიდან , როდესაც მათგან სამხრეთით განადგურდა ორი უძველესი სახელმწიფო -ხეთების იმპერია და მითანის სამეფო .
ხეთების სამეფო გაანადგურეს ეგეოსის ზღვიდან შემოიჭრილმა ე.წ ”ზღვის ხალხმა” , რის შედეგადაც ხეთების აღმოსავლეთით დამკვიდრდნენ მუშქები - მესხების ქართველური ტომების წინაპრები . მითანის სამეფო კი ასურეთმა გაანადგურა . მისმა ძლევამოსილმა მეფემ ტიგდათფილეს I-მაძვ.წთ.აღ 1112 წ. დაიწყო შეტევა ჩრდილოეთის მიმართულებით , ქართველ ტომთა გაერთიანების დაეანის წინააღმდეგ . ურარტუულ წყარეოებში ამ სახელმწიფოს დიაუხს უწოდებდნენ. ასურეთის მეფის ტიგდათფილესე I-ის ჩრდილოეთით ლაშქრობისას მას დაუპირისპირდა დიაუხის მეფე სიენი, რომელსაც ეხმარებოდა 23 ”მეფის” ლაშქარი. ასურეთის მეფემ გაიმარჯვა , დამარცხებული მეფე სიენი დატყვევებული წაიყვანა დედაქალაქ აშურაში და მორჩილების პირობის ჩამორთმევის შემდეგ გაათავისუფლა. ასურული წყაროები მოგვითხრობს ტიგდათფილესის ლაშქრობას დიაოხზე :
ვიკიციტატა„იმ დროს ღვთაება ასურის , ჩემი მეუფის დიდი ძალით , დიად ღვთაებათა შემწეობით , მე, ტიგლათფილესერი , რომელიც სამყაროს ოთხივე მხარეს სამართლიანად ვმბრძანებლობ , რომელსაც არ მყავს მძლეველი ომში და ტოლი ბრძოლაში , შორეულ მეუფეთა ქვეყნისკენ , რომელნიც ზემო ზღვის ნაპირებზე ცხოვრობენ და რომლებმაც არ იცოდნენ მორჩილება, ღვთაება ასურმა, მეუფემ, გამაგზავნა ... დაიანის ქვეყნების მეფეებმა , სულ 23 მეფემ , შეკრიბეს თავიანთ ქვეყნებში თავისი ეტლები და ჯარები და ბრძოლისა და ომისთვის გამოემართნენ. ჩემი თავზარდამცემი იარაღის სიშმაგით თავს დავატყდი მე მათ ... მათი 120 შეჭურვილი ეტლი ბრძოლაში ხელთ ვიგდე . ნაირის ქვეყნების 60 მეფეს მათთან ერთად , რომელნიც მათ დასახმარებლად მოვიდნენ , ჩემი შუბით ზემო ზღვამდე მივსდე , მათი დიდი ქალაქი დავიპყარი , მათი ნადავლი , მათი ქონება , მათი სარჩო-საბადებელი წამოვიღე ... ცხენების, ჯორების, ჯორ-ცხენების მრავალრიცხოვანი ჯოგები და მათი მინდვრის პირუტყვი ურიცხვი წამოვიყვანე . “
დიაოხის ქართველ ტომთა ძველ აღმოსავლური სახელმწიფოებრივი გაერთიანება იყო . სამხრეთით მის საზღვრებში დღევანდელი ქ. არზრუმის მიდამოებიც შემოდიოდა, ჩრდილოეთით ჯავახეთი ესაზღვრებოდა , ხოლო ჩრდილო-დასავლეთით მისი გავლენა შავ ზღვამდე აღწევდა .
ტიგდათფილესერ I-ის მეფობის შემდეგ ასურეთის სახელმწიფოს სიძლიერე თანდათან ეცემა და სუსტდება მისი გავლენა ჩრდილოეთის ქვეყნებზე. დიაოხი ამით სარგებლობს და თანდათანობით ძლიერდება . ასურეთის სახელმწიფო ძალიან შეავიწროვა ურარტუს ახლადშექმნილმა სახელმწიფომ . ურარტუს სამეფო , რომლის მოსახლეობის უმრავლესობას ხურიტრული მოდგმის ტომები შეადგენდნენ , ჩამოყალიბდა ძვ.წთ.აღ IX საუკუნეში ამიერკავკასიაში . მისი მეფე მენუა კლდეზე ამოკვეთილ ერთ-ერთ თავის წარწერაზე მოგვითხრობს დიაოხის წინაარმდეგ ბრძოლაზე . მას დაურბევია დიაოხი და მისი მეფე უტუფურუსი დაუმორჩილებია .
ვიკიციტატა„დავიპყარი დიაოხის ქვეყანა , მისი სამეფო ქალაქი სასილო , ქვეყანა გადავწვი , დავანგრიე ციხესიმაგრეები ... უტუფურუსი , მეფე დიაოხისა , მოვიდა ჩემს წინაშე , მომეხვია ფეხებზე , ძირს დაემხო ; მე მას მოწყალედ მოვექეცი , შევიწყალე იგი ხარკის გადახდის პირობით . მომცა მან ოქრო და ვერცხლი , მომცა ხარკი . “
ურარტუს მეფეებმა დიაოხს სამხრეთი ნაწილი წაართვეს და თავიანთი ბატონობის განსამტკიცებლად იქ ციხესიმაგრე ააგეს. ურარტუს შემოსევებმა დაასუსტა დიაოხი . ხოლო მის საბოლოო განადგურებაში მონაწილეობა მიიღო მისმა ჩრდილოელმა მეზობელმა , დასავლეთ საქართველოს მეორე დიდმა სახემწიფოებრივმა გაერთიანებამ -კოლხამ . ძვ.წთ.აღ VIII საუკუნეში დიაოხმა შეწყვიტა არსებობა . მისი ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი ურარტუელებმა დაიკავეს , ხოლო ჩრდილოეთი მხარე კოლხას შემადგენლობაში შევიდა.
ურარტუს სამეფოს ადმინისსტრაციული ცენტრი, ქალაქი ტუშფა.
ასურულ ლურსმულ წარწერებში კოლხები ჩვ.წთ.აღ XII საუკუნიდან იხსენიება. ამ დროს ისინი პირველყოფილი თემური სისტემის მიმდევრები იყვნენ. ასურული წყაროები ”ათეულობით მეფეს” (ანუ ტომის ბელადს) ასახელებდნენ. ისინი თანდათანობით ერთიანდებოდნენ და ყალიბდებიან როგორც ერთ გაერთიანებად . დამპყრობლებთან ბრძოლაში მყარი გაერთიანება აუცილებელი იყო . კოლხურ ტომთა სოციალურ ეკონომიკური პირობებიც იცვლებოდა. გაბატონებულ მდგომარეობას იკავებენ გვაროვნული არისტოკრატიის წარმომადგენლები , რომლებიც იქვემდებარებენ ტომის რიგით წევრებს და მმართველობასაც ისეთ ფორმას აძლევენ , რომელიც უზრუნველყოფდა მათ ბატონობას . აქ ფართოდ ვითარდება მესაქონლეობა და მეტალურგია , განსაკუთრებით - რკინის წარმოება . რკინის სამრეწველო გამოყენებაზე გადასვლამ დააჩქარა საზოგადოების განვითარება და სახელმწიფოს ჩამოყალიბება. შავი ზღვის სამხრეთი სანაპიროს მთიანეთში რკინის მდიდარი საბადოები იყო . აქაური ქართველი ტომები მაგალითადხალიბები , სახელგანთქმულები იყვნენ რკინის დამუშავებით.
კოლხეთის განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს არქეოლოგიური გათხრები. აქ აღმოჩენილია ბრინჯაოს და რკინის საბრძოლო და სამუშაო იარაღები. ძვირფასი ლითონის სამკაულები და ფუფუნების სხვა საგნები . ასევე თანდათანობით , ძვ.წთ.აღ XI-IX სს-ის დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა კოლხეთის ძლიერი სამეფო . ძვ.წთ.აღ IX-VIII სს ში კოლხეთის სამეფო თავის გავლენას ავრცელებს დასავლეთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. კოლხების სიძლიერე აისახა ძველ ბერძნულ მითში არგონავტების შესახებს .
ნაწყვეტი ბერძენი პოეტის აპოლონიოს როდოსელის პოემიდან ”არგონავტიკა” :

Comments

Popular Posts